ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულება ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.
5 სექტემბერს, დილით, ერთი ევროს ყიდვა 0.9881 დოლარად იყო შესაძლებელი. ბოლო ევრო ამაზე ნაკლები 2002 წელს ღირდა.
ერთიანი ევროპული ვალუტა ბოლო ერთი წელია თანდათან უფასურდება, ივნისში მისი კურსში მკვეთრად დაეცა, ხოლო ივლისში დოლარს გაუთანაბრდა.
ექსპერტები ვალუტის გაუფასურებას უკრაინაში გაჩაღებულ ომსა და რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების არასტაბილურობას უკავშირებენ.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის შესაჩერებლად უკვე გაზარდა საკრედიტო განაკვეთები. ამავდროულად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მსგავს ზომებს გაცილებით სწრაფად იღებს, რაც ხელს უწყობს დოლარის გამყარებას.