საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის შედეგი გამოაქვეყნა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 305 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა“, - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.