საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო.
2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.