გამოცემა Financial Times-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა სათაურით "ომის მეექვსე თვე უკრაინაში: მტერი სწრაფად სწავლობს", სადაც ავტორები აღწერენ, როგორ ემზადებიან ფრონტზე მეომარი მხარეები ხანგრძლივი ზამთრისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის დასასრული ჯერ არ ჩანს.
რუსული მხარის უზარმაზარი დანაკარგებისა და ჩამონგრეული ეკონომიკის შედეგად გამოწვეული ჩიხი კითხვებს აჩენს რუსეთის ხელმძღვანელობის მაღალ ეშელონებში.
"პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მე ამის დიდი იმედი მაქვს", - ციტირებს FT-ს გენადი გატილოვს, რუსეთის ელჩს, გაეროს ჟენევის ოფისში.
ამასთან, Financial Times-თან საუბრისას, კრემლთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ საომარი მოქმედებების დასრულების ერთადერთი რეალური სცენარი ახლა არის ცეცხლის შეწყვეტა და არა გამარჯვება.
"პუტინი არ მოისვენებს, სანამ მთელ დონეცკს (იგულისხმება დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორია) არ მიიღებს. გეგმა ასჯერ შეიცვალა. რუსეთს არ აქვს უკრაინის არმიის ზომის ძალების წინააღმდეგ ომის გამოცდილება. ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება", - ამბობს წყარო.
ამასთან, პუტინი იმედოვნებს, რომ ანტირუსული სანქციების უარყოფითი შედეგების გამო პირველი ვინც შეირყევა, დასავლეთი იქნება, რის გამოც იგი შეწყვეტს უკრაინის დახმარებს.
თუმცა, პუტინის გარშემომყოფებს ამის ნამდვილად არ სჯერათ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ბიზნესმენის თქმით, რომელიც FT-ს ესაუბრა, რუსული ელიტა ელოდება პუტინის მოქმედებას ომის დასასრულებლად.
მაგრამ მეორე მხრივ, ულტრანაციონალისტური ფრთა ზეწოლას ახდენს პუტინზე და ითხოვს ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე. დარია დუგინას მკვლელობამ ამ ბანაკში განწყობები კიდევ უფრო გაამძაფრა და ისინი უკვე ღიად გამოდიან თავიანთ მოთხოვნების გასაჟღერებლად.
ასეთ ვითარებაში, უკრაინელებს აღარ სურთ რუსეთთან მოლაპარაკებები. Financial Times-თან საუბრისას, ყველა მათგანი ამბობს, რომ მათთვის ამ ომის შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული ძალების სრული დამარცხება და უკრაინის ყველა ტერიტორიის დაბრუნება, მათ შორის ყირიმისა და დონბასის.
ამავდროულად, პუბლიკაციის ავტორები ფრონტზე არსებულ ვითარებას ჩიხს უწოდებენ. ამ ინფორმაციის ძირითადი წყაროა უკრაინელი სამხედრო, პირობითი სახელით "ტაისონი", რომლის ძირითადი ამოცანაა რუსული არმიის ზურგში სადაზვერვო დაკვირვება.
ტაისონის თქმით, ამ დროისთვის 2400 კილომეტრიანი ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია. "ისინი მთელი დღე თხრიან და თხრიან", ამბობს ტაისონი და აღწერს, თუ როგორ ამაგრებენ მხარეები თავიანთ პოზიციებს ზამთრის დადგომამდე.
ამავე დროს, ის ამბობს, რომ რუსები სწრაფად სწავლობენ ბრძოლას და კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსული არმია ძალიან შეიცვალა.
"უკრაინაში დასავლური იარაღი თავის საქმეს აკეთებს", - წერენ პუბლიკაციის ავტორები. "დიახ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ ვერ იგებენ, მაგრამ მნიშვნელოვნად ასუსტებენ რუსეთის პოზიციებს. მაგრამ კონტრშეტევის გასატარებლად გაცილებით მეტი იარაღია საჭირო, ამბობენ კიევში.
FT ექსპერტები თანხმდებიან, რომ ორივე არმია, დაღლილი გაჭიანურებული კონფლიქტით, ისარგებლებს ზამთრით დასასვენებლად და ზამთარში არ იქნება ძალიან აქტიური საომარი მოქმედებები.