საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.92 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8192 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.79 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7972 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.