დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინაში კონფლიქტი ოპერატიულ ჩიხშია და ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს საკმარისი სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას, ომის მიმდინარეობაზე ზემოქმედებისთვის. იტყოიბინება CNN.
პარასკევს გამართულ ბრიფინგზე, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ომის ორივე მხარეს აქვს ცოცხალი ძალის პრობლემები, რადგან თითქმის ექვსთვიანმა კონფლიქტმა მათი ძალების რაოდენობას სერიოზული ზიანი მიაყენა.
მათი თქმით, ადამიანური რესურსის ეს პრობლემები სტრატეგიული ჩიხის გამომწვევი ფაქტორია.
დონბასში რუსეთის შეტევის ტემპზე საუბრისას, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს: "ნამდვილად იყო მაღალი კულმინაცია, ახლა ეს ასე არ არის, ტემპი შენელდა".
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ახლა "საშინელ მდგომარეობაშია", ცდილობს რა თავისი ძალების აღდგენას, მაგალითად, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შერწყმით.
მათივე თქმით, რუსეთისთვის კიდევ ერთი პრობლემაა მარაგების, თუნდაც ძირითადი საბრძოლო მასალის მზარდი დეფიციტი, რასაც ადასტურებს საწყობებიდან ძველი მარაგების გატანა.