16 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საბრძოლო საცავში აფეთქებას ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
"ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი დაკავშირებულია შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერში".
რუსეთს მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, ქალაქ ჯანკოიდან 20 კილომეტრში, საბრძოლო მასალების საცავში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.