საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლარსა და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 7.88 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7877 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8426 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.