სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
„2022 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია,რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით.
რუსეთიდან 175.4 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, თურქეთიდან 158.3 ათასი, ხოლო სომხეთიდან - 136.8 ათასი.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 512.7ათასი და 375.3 ათასი ვიზიტი. 2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 70.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.