სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 186.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 098.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 087.4 მლნ. აშშ დოლარი (34.8 პროცენტით მეტი).
"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3 988.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.