საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
"10 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7096 შეადგინა", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.