ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, კრემლის მარიონეტი რამზად კადიროვი განაგრძობს განუხორციელებელი იდეების გაჟღერებას.
ამჯერად, კადიროვი ტელეგრამის არხზე იტყობინება, რომ მიზნად "ნატო-ს დემილიტარიზაცია" დაისახა, რისთვისაც მიმდინარეობს გეგმის გამალებული შემუშავება.
"გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე ვამუშავებთ ნატოს ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმას. პირველი რიგის ამოცანებში, კიევის აღების შემდეგ პოლონეთის ჯერი მოდის", - აცხადებს კადიროვი ტელეგრამის არხზე.
შეგახსენებთ, 18 ივლისს კადიროვმა განაცხადა, რომ მზად არის, "იოლად აიღოს კიევი და ნატო-ს ქვეყნები". თავის ვრცელ განცხადებაში, კადიროვს არ დაუკონკრეტებია ნატოს 30-ვე ქვეყნის "აღებას" აპირებს თუ კონკრეტული ქვეყნები აქვს მიზანში ამოღებული.