პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდა ინციდენტს.
ვოლსკის განცხადებით, ანრი ოხანაშვილის წყობილებიდან გამოყვანა "მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს" შეეძლო.
"რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, კანონმორჩილი, სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, ეგ ყველასათვის გასაგებია - მხოლოდ უკიდურეს სიბილწეს, ღირსების შეურაცყოფას, სხვა ვერსია არ არსებობს! ამასთანავე ლოგიკური ახსნა აქვს დაგეგმილ პროვოკაციას, მიზანი ახალი მესიჯის შექმნაა - “კრიტიკული მედიის პატიოსან წარმომადგენელს ქართული ოცნების დეპუტატების ჯგუფი თავს დაესხა აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე” - სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება. ვფიქრობ ასეთი პროვოკაციები კიდევ დაიგეგმება", - წერს გია ვოლსკი.
ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება მიმდინარეობდა, "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვატო წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია" მოაწყო და "მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა".