დიმიტრი {ხუნდაძე} ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს, - გია ხუხაშვილი "ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"შეცდომაა ამ სამეულზე აქცენტების გადატანა.
მათ გუშინ გარკვევით თქვეს, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად ასე ფიქრობს. უბრალოდ, ჩვენ დაგვევალა ამის გახმოვანებაო.
ასე რომ, ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს - დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს…", - წერს ხუხაშვილი.