მე არ ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან... არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი? - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან.
“მე არ ვარ ნამყოფი, არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან? მთელი ხელისუფლება დადის საოკუპაციო ხაზთან, ჯერ ერთი აღმასრულებელი ხელისუფლება არამარტო ჩადის, პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას, არის საუბარი სამინისტროებზე, უწყებებზე, მთელი ხელისუფლება არის ამაში ჩართული. თქვენ გგონიათ, იქ გაზი რომ მიდის, წყალი და გზა რომ მიდის, თქვენ აკეთებთ ამას თუ ვინ აკეთებს? ჩადიან, ჩადიან, აბა პრობლემებს ხომ უნდა გაეცნონ?
…რაზე ჩავიდე ახლა დღეს იქ, მითხარით. დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ, როცა არის კონკრეტული უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე, რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა რაღაც კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი”, - თქვა კობახიძემ.