23 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9355 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9326 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.29 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0840 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0857 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.1690 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.5819 ლარი ეღირება
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 ივნისიდან შევა ძალაში.