რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მართლაც ძალიან კარგი სასამართლო და ძალიან ბევრი პროფესიონალი, ღირსეული მოსამართლე ყავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოხსენიება ეპითეტით - „მაჩანჩალა“, სირცხვილია. მისივე განცხადებით, ამით ნათელი ხდება, რომ მათთვის ქვეყანა საერთოდ არაფერია.
"აქვე მინდა შევახსენო ქალბატონ ნაცვლიშვილს, არ იმყოფება ახლა აქ, მაშინ იყო საია-ს თავმჯდომარე თუ არ ვცდები და სხვებიც, სხვა ძალიან ბევრი „ენჯეოს“ წარმომადგენლები, ამერიკელი და ევროპელი კოლეგები მოგვიწოდებდნენ შემდეგს, მათი რჩევა იყო - არ შეეხოთ მოსამართლეების კორპუსს. გასაგებია, რომ მოსახლეობის, თქვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც მხარი დაგიჭრათ, ვინც დაჩაგრულად თვლიდნენ თავს, ასეთი ძალიან ბევრი იყო , 300 000 ადამიანი იყო გასამართლებული და ათასობით ადამიანმა ბიზნესი დაკარგა, სახლები, გაუბედურდნენ ადამიანები, გაანადგურეს, მოსპეს ფიზიკურად, სიცოცხლე მოუსპეს და წაართვეს და ეს ძალიან დიდი ცდუნება იყო რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლებისთვის, დიდი გამოწვევა იყო.
მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ იყო მათი რჩევა, რეკომენდაცია, რომ მიეცით უფლება, თავად აირჩიონ, დააკომპლექტონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოც, მოსამართლეები თავად აირჩიონ. მართლაც, ჩატარდა ეს კონფერენციები, ჩვენ არ ჩავერიეთ არანაირად და არც ერთ მოსამართლეს ჩვენ პრობლემები არ შევუქმენით, რატომ? -იმიტომ რომ გვინდოდა საზოგადოების გაერთიანება, ქვეყნის წინ წაწევა და ამის შემდეგ მათი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების დანიშვნა სამუდამოდ, რაც ასევე იქნა გათვალისწინებული. და დღეს იგივე ხალხი, შეიძლება ზოგი იგივეა, ზოგი, მაგალითად ნაცვლიშვილი აღარ არის საიას თავმჯდომარე, სხვები არიან და სხვა ევროპელი, თუ სხვა სკეპტიკოსები გვეუბნებიან, რომ ეს არასწორია, რასაც გვეუბნებოდნენ 8-9 წლის წინ, ახლა საპირისპიროს გვეუბნებიან, რაც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ არის უსამართლობა და ამიტომ ასეთ საკითხებზე ჩვენ ბუნებრივია გვექნება დისკუსიაც, ჩვენი არგუმენტების წარდგენაც და ა.შ. რეგიონში და ევროპის მასშტაბით ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი მართლაც ძალიან კარგი სასამართლო და ძალიან ბევრი პროფესიონალი, ღირსეული მოსამართლე ყავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს. მინდა, ყველას მოვუწოდო რომ ასეთი ეპითეტებით საერთოდ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების მოხსენიება და არ შეიძება ქვეყანაზე რომ ამბობთ მაჩანჩალა ქვეყანას. სირცხვილია, მეგობრებო, თქვენი ქვეყანაა, თქვენი შვილების ქვეყანაა, როგორ შეიძლება, რომ თქვენს საკუთარ სახელმწიფოზე ამბობთ მაჩანჩალას, როგორ შეიძლება ეს? რა დამოკიდებულებას აჩვენებთ, რა მაგალითს აჩვენებთ ჩვენს ხალხს, შვილებს, მომავალ თაობას? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად ისრაელში გაბედოს ისრაელის ქნესეთის რომელიმე დეპუტატმა და ისრაელის სახელმწიფოს უწოდოს ეს ეპითეტი, ან ნებისმიერი სხვა, თავმოყვარე ევროპული სახელმწიფოს პარლამენტის წევრმა? ეს რა დამოკიდებულება გაქვთ საერთოდ, ამით ხომ აჩვენებთ, რომ თქვენთვის ქვეყანა არაფერია საერთოდ. ეწყინათ, როცა ვთქვით, რომ ომის დროს გმირულად იომეს ჩვენმა ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, შეაკლეს თავი და რა მერე? შეგვრჩა ასეთი, აღარ გავიმეორებ, ეს პოლიტიკოსები და მათი გვარები და სახელები ყველამ კარგად ვიცით, სწორ ადგილას არიან ისინი დღეს", - განაცხადა პრემიერმა.