დღეს, 30 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაათვალიერებენ საქართველოს სანაპირო დაცვის სამი მცურავი საშუალებიდან პირველს, რომელიც გადის მოდერნიზებას ბათუმში, რაც ამერიკული დახმარების პაკეტის ფარგლებში ხორციელდება საერთო ღირებულებით ორი მილიონი ამერიკული დოლარი.
აშშ-ის მთავრობა საქართველოს სანაპირო დაცვისთვის საპატრულო მცურავი საშუალებების მოდერნიზებისა და შეკეთების მიზნით 2 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ აცხადებს.
ამ სამი მცურავი საშუალების შეკეთება ხელს შეუწყობს აჭარაში გემთმშენებლობისა და სარემონტო საწარმოების ზრდას. ორი ძირითადი მცურავი საშუალება გარემონტდება, ხოლო მესამე იქნება სრულად მოდერნიზებული.
ეს დახმარება ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ქალაქებში საზღვაო ვაჭრობისა და ტურიზმის მნიშვნელოვან ზრდას, რაც საჭიროებს პატრულირების მეტ გააქტიურებას სანაპირო დაცვის მხრიდან. აშშ-ის მთავრობა აშშ-ის ექსპორტზე კონტროლის და საზღვრებზე უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვას უზრუნველყოს სწრაფი და ქმედითი პასუხი საზღვაო ინციდენტებზე საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. პროექტი აგრეთვე დაეხმარება შავი ზღვის სანაპიროს ეკონომიკის განვითარებას გემთმშენებლობისა და შეკეთების სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნით.