უკრაინას 500-დან 600 მილიარდამდე ევრო დასჭირდება ომის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. იუწყება Politico
მისი თქმით, რეკონსტრუქციისთვის ძალისხმევა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მხრიდან კოორდინაციას. „ჩვენ მზად ვართ ამ კოორდინაციისათვის“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღდგენის საჭიროებებისთვის.
დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ მაისში მომზადდება წინადადება, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენის მხარდაჭერას დაუკავშირებს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც უკრაინას, როგორც ევროკავშირის კანდიდატ-ქვეყანას დასჭირდება.
ევროკავშირი მუშაობს უკრაინისთვის სოლიდარობის ნდობის ფონდის შექმნაზე. ეს პირველად ხდება, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი რეკონსტრუქციის მასშტაბებს აფასებს, თუმცა ეს რიცხვი, სავარაუდოდ, ომის ხანგრძლივობის შესაბამისად გაიზრდება.