ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერლინ მონროს პორტრეტი Christie's-ის აუქციონზე 195 მლნ დოლარად გაიყიდა. როგორც აუქციონის ორგანიზატორები აღნიშნავენ, პორტრეტი Shot Sage Blue Marilyn მეოცე საუკუნის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა.
ამის გარდა, პორტრეტი აუქციონების ისტორიაში ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელის“ შემდეგ ღირებულების მიხედვით მეორე ადგილზეა. და ვინჩის ნამუშევარი 2017 წელს 450,3 მლნ დოლარად გაიყიდა.
9 მაისს გამართული აუქციონის შემოსავალმა ჯამში $317,8 მლნ შეადგინა.
მიღებული თანხა გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს, რომელიც დაკავებულია ჯანდაცვის სფეროში საბავშვო პროგრამებითა და განათლებით.
Shot Sage Blue Marilyn უორჰოლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ეს პორტრეტი შესულია მერლინის ხუთ გამოსახულებში, რომელიც აბრეშუმის ტრაფარეტული ბეჭდვის მეთოდით, 1964 წელს შეიქმნა - მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. მხატვრისთვის შთაგონების წყარო გახდა მონროს ფოტოსურთი, რომელიც ფილმ "ნიაგარის" პოპულარიზაციისათვის დამზადდა.