რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლებამ ვიზა არ მისცა რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომელთაც აპრილის ბოლოს, გაეროს ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე დასწრება სურდათ.
ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს.
"მიზანი აშკარაა - რუსეთთან დაპირისპირების გაღვივება ნებისმიერ ფასად, ბლოკავს რა მისი წარმომადგენლების სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობას გაეროს პლატფორმაზე", - თქვა ზახაროვამ.
"ასეთი აგრესიული კურსი, ცხადია, უპასუხოდ არ დარჩება", - დასძინა მან.
მანამდე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიმართავს არბიტრაჟს შეერთებული შტატების მიერ გაეროს ცენტრალური ორგანოების "მასპინძლობის უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით".