საზოგადოებრივი მაუწყებელი სახალხო კრებას საეთერო დროს პირველივე თოქ-შოუში დაუთმობს. ამის შესახებ ეკა ბესელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებისა და სახალხო კრების წარმომადგენელბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ქართველი ხალხის უფლებაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დროს უთმობდეს. პირველივე თოქ-შოუში მივიღებთ მონაწილეობას. შევთანხმდით ფორმატზე, რომელშიც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება შესაძლებელია. ეს არის ძალიან მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი", - განაცხადა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, მალე გამოცხადდება დრო, როცა შემდეგი ფართომასშტაბიანი კრება დაგეგმება.