რა ომი შეიძლება მინდოდეს, რას მეუბნებით, რომ ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს? კარგით რა! - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მისამართით.
"რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!.. ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.