30 აპრილიდან თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი ახალ გამოფენას "სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი - ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე" უმასპინძლებს.
გამოფენა „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი“ ისტორიული მნიშვნელობისაა, მის ფარგლებში პირველად შეიკრიბა და იფინება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის 100-ზე მეტი ფოტო, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ოკუპაციამდე პერიოდს მოიცავს.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქართულ-ამერიკულ კულტურულ ინსტიტუციებს შორის ახალი პროფესიული კავშირების განვითარებასა და ამ ინსტიტუციებში დაცულ კოლექციებში მრავალკულტურული და მრავალეთნიკური სამხრეთ კავკასიის დოკუმენტაციის იდენთიფიკაციასა და შესწავლას.
გამოფენა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის გარდა საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცულ მასალებსაც აერთიანებს, რომელიც დიმიტრი ერმაკოვის კოლექციას მოიცავს.
გამოფენა „სამი ფერი - მწვანე, წითელი, ლურჯი - ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე“ შაბათს, 30 აპრილს, თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმში პუბლიკისთვის 16.00-დან გაიხსნება.
გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი 2022 წლის 30 აპრილიდან - 25 მაისამდე უმასპინძლებს.
გამოფენის კურატორი: ნესტან ნიჟარაძე
გამოფენის ორგანიზატორი: თბილისის ფოტო ფესტივალი
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, II სართული.
გამოფენის პრესრელიზი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.