აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვერცერთი "უკრაინელი ნაციონალისტი", რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამხედროების წინააღმდეგ "დანაშაულებში" მონაწილეობდა, შურისძიებას ვერ გადაურჩება.
"კიევის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას აწარმოებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საერთაშორისო საზოგადოებრივ ტრიბუნალთან თანამშრომლობით... ყველა მასალა დეტალურად შეისწავლება, დაერთვება სისხლის სამართლის საქმეებს და წარედგინება სასამართლოს.
ვერცერთი უკრაინელი ნაციონალისტი, რომელიც კავშირშია მშვდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ დანაშაულებში, ვერ გადაურჩება სამართლიან შურისძიებას", - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, "საერთაშორისო საზოგადოებრივი ტრიბუნალის" მუშაობაში ჩართულია 20-ზე მეტი ქვეყანა.