სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაიყვანეს და სხდომა დროებით შეწყდა.
მანამდე, სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე მიმართა უკრაინაში მებრძოლებს და პატივი მიაგო იქ დაღუპულ ქართველ გმირებს.
მოგვიანებით, სასამართლო პროცესი განახლდა და მიხეილ სააკაშვილიც დაბრუნდა დარბაზში.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილება.