რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კრეისერი "მოსკვა" დაზიანებული კორპუსის გამო, რომელიც ხომალდზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, დანიშნულების პორტში ჩაიძირა.
მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კრეისერს უკრაინული "ნეპტუნის" რაკეტები მოხვდა, თუმცა რუსეთმა არ ეს ცნობა არ დაადასტურა.
რუსეთის თავდაცვის უწყების თანახმად, კრეისერი ეკიპაჟის ევაკუაცია სხვა ხომალდებზე განხორციელდა.
ფლაგმანი „მოსკვა“ რუსეთის შავის ზღვის ფლოტის ყველაზე მძლავრი შეიარაღების ხომალდი იყო.
გავრცელებული ცნობით, "მოსკვა" სწორედ ის ხომალდია, რომელიც ზმეინის კუნძულის დამცველებმა ცნობილ მისამართაზე - „ნა ხ...ზე“ გაგზავნეს.