უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა.
"მხოლოდ გენერალური პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, რუსი ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან (3 აპრილის მდგომარეობით) მედიის 18 წარმომადგენელი დაიღუპა. მათ შორის არიან უცხოური მედიის წარმომადგენლებიც. 8 აპრილს ცნობილი გახდა ჟურნალისტისა და მწერლის ევჰენ ბალის გარდაცვალების შესახებ, ხოლო 12 აპრილს ჩერნიჰოვის პოპულარული ტელეარხ Dytynets-ის თანამშრომლის, ვიდეოინჟინრის რომან ნეჟიბორეცის დახვრეტის შესახებ", - ნათქვამია ორანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი ამ დრომდე კავშირზე არ გამოდის და მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.
დაღუპულ ჟურნალისტებს შორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან.