უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 750 მლდ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. აღნიშნული ინფორმაცია მედიას ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებმა მიაწოდეს.
როგორც წყაროები ამბობენ, დახმარების ახალი პაკეტის შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა Washington Post-ის ცნობით, დახმარება სავარაუდოდ, მოიცავს მი-17 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებს, მძიმე სახმელეთო საარტილერიო სისტემებს, მათ შორის ჰაუბიცებს, უპილოტო აპარატებს და სხვა.
დახმარების შემადგენლობის დეტალები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.