გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 106-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების საკითხი. ასევე, მკაცრად მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.
სუს-ში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ყველა სხვა ინციდენტს რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღდგომის სადღესასწაულო დღეებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვაზე.
IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2022 წლის 7 ივნისს გაიმართება.