როცა ამ ვითარებაში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის ან რომელიმე ჩვენგანის საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ძალიან მძიმე სიტუაციაა და უამრავი ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების გარდაცვალებაზე ყოველდღე ინფორმაცია გვესმის, სისხლის გუბეები დგას რუსული ინტერვენციის გამო.
"როცა ამ ვითარებაში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის ან რომელიმე ჩვენგანის საკითხი. ეს არის თემა, რომელიც საქართველოს მიმართ სერიოზულ ბრალდებას და შეურაცხყოფას ეხება. შავ ხვრელებში ძრომიალის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს წარმოადგენს. საქართველო უკრაინას გვერდში უდგას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის და უკან დახევის გარეშე, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ალბათ, უკრაინის შემდეგ თავად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სამიზნეს აგრესიისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.