ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დაიწყო. ფესტივალის ჟიური, სამუშაო ჯგუფთან ერთად პირველი ტურის ფარგლებში 28 მუნიციპალიტეტში ჩავა
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელში იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, თუ საოჯახო ანსამბლის მოსმენა, აღნუსხვა და მხარდაჭერაა.ამჯერად ჟიური ონში ჩავიდა, სადაც რაჭული სიმღერებისა და ფერხულების გამორჩეული შემსრულებლები ონსა და ამბროლაურიდან კულტურის სახლში შეიკრიბნენ.
სპეციალურად ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სოფელ გლოლიდან ჩამოვიდნენ ანსამბლი "ბუბა-ს" უხუცესი წევრები. მონაწილეებს შორის იყვნენ ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი საკაოდან. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ორ ტურად გაიმართება. გალაკონცერტი კი თბილისში შემოდგომაზე იგეგმება.ფესტივალი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო.