საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ წარმომადგენლობითი სახალხო კრების დღევანდელი აქცია კანონის ფარგლებში ჩაივლის.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, აქციების და დემონსტრაციების კუთხით საქართველო უნიკალური და გამონაკლისი ქვეყანა რა არის და ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იქნება მოქცეული.
"ჩვენ უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას მთელი ქართული საზოგადოების წინაშე და აქედან გამომდინარე ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სხვას სხვა აზრი აქვს და ეს მათი უფლებაა. საზოგადოება კი მთელი თავისი მრავალფეროვნებით აკეთებს არჩევანს და ეს არჩევნების დროს არაერთხელ გამოიხატა უკვე", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
შეგახსენეთ, რომ პარლამეტნის შენობის წინ დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების აქცია გაიმართება.