საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით ნოემბერს ფიჯის კუნძულების რესპუბლიკაში დაასრულა თავისი ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნებში.
დელეგაციამ გამართა შეხვედრები ფიჯის კუნძულების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან ინოკე კუბუაბოლასთან და დედაქალაქ სუვაში მდებარე წყნარი ოკეანეთის კუნძულთა ფორუმის სამდივნოს გენერალური მდივნის მოადგილესთან პიტერ ფორაუსთან.
შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიისა და აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.
მხარეებმა გამოხატეს სრული მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.