მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით - აბა ომი ხომ არ გინდათ?, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სახელმწიფოს ქონების გაფლანგვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
"მთელი ეს პერიოდი უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ კაპიტულაციისთვის, ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის ლოზუნგით - აბა ომი ხომ არ გინდათ?
მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჭამს ამ ლოზუნგს - მეგობრები, ომი და უბედურება დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩაგვაბარებენ. 2008 წელს მე გადავარჩინე თბილის ამ ტრაგედიას იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით.
ბუჩა ჩაბარებული იყო იმ გაგებით, რომ ოკუპირებული იყო. ის ხალხი ვინც გაკოჭეს, დახოცეს, ყელი გამოჭრეს, იმ ხალხს არ ჰქონდა წინააღმდეგობის თავდაპირველი სურვილი, ის ხალხი უბრალოდ დახოცეს იმიტომ, რომ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ის მერე იწყებს სისხლისღვრას და მერე იწყებს ხოცვას.
გავიგოთ ის, რაც მთავარი საფრთხე გვაქვს, რომ თუ საქართველოს ჩააბარებენ, რუსები, რომლებიც შემოვლენ თბილისში, მათ ჩვენ ვეზიზღებით და მაშინ დაერევიან მოსახლეობას, მაშინ დახოცავენ ხალხს, მაშინ დაეპატრონებიან ჩვენს ქონებას, მაშინ გაანადგურებენ ქართველ ერს.
ის ხალხი ვინც დღეს კაპიტულაციაზე ლაპარაკობს, ჩაბარებაზე ლაპარაკობს. ის ხალხი არის ვინც გვამზადებს ძალიან დიდი სისხლის აბაზანებისთვის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გვქონდეს გაცნობიერებული. ჩვენ არა ვართ მოღალატეების ერი, ჩვენ ვართ მებრძოლი და თავმოყვარე ერი და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის, 2008-ში როცა გადავარჩინეთ საქართველო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა/