უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ "გრემის" 64-ე ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოების მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ნებისმიერი შესაძლებლობებით.
"რა არის უფრო მეტად მუსიკის საპირისპირო? დანგრეული ქალაქებისა და მოკლული ადამიანების სიჩუმე. ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა მოწყვეტილ ვარსკვლავებს. 400-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, 153 კი გარდაიცვალა. ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. შეავსეთ სიჩუმე თქვენი მუსიკით. შეავსეთ იგი დღეს, თქვით სიმართლე ამ ომის შესახებ თქვენს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიით. მხარი დაგვიჭირეთ ნებისმიერი გზით, მაგრამ არა დუმილით", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის გამოსვლის შემდეგ ამერიკელმა მომღერალმა ჯონ როჯერ სტივენსმა, ჯონ ლეჯენდის სახელით ცნობილმა და უკრაინელმა პოეტმა ლიუბოვ იაკიმჩუკმა უკრაინისადმი მიძღვნილი სიმღერა შეასრულეს.