უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 800-ს შეადგენს.
ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:
ტანკი - 631;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 1 776;
საარტილერიო სისტემა - 317;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 100;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 54;
თვითმფრინავი - 143;
ვერტმფრენი - 134;
საავტომობილო ტექნიკა - 1 236;
გემი/კატერი - 7;
საწვავმზიდი - 76;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 87;
სპეციალური ტექნიკა - 24;
ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.