უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიევისა და ჩერნიჰივის ოლქებში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშჩეს, მიკოლავკას და ხმელნაიას დასახლებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკვე დაკავებული პოზიციების დაცვაზე, ჯარების გადაჯგუფებასა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაყვანაზე საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად. ამასთან, რუსეთი ემზადება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დამატებითი დანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე გადასაყვანად საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად. ასევე შეინიშნება შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ცენტრალურ სამხედრო ოლქშიც.
ფოტოზე: უკრაინელი მებრძოლი ზაპოროჟიეს სიახლოვეს