უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას 153 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 245 კი - დაშავდა.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში, ხარკოვის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქებში დაშავდა.
დაბომბვების შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 83 სრულად არის დანგრეული.
უწყების ცნობით, ყველაზე მძიმე ვითარებაა დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჩერნიჰოვის ოლქებსა და ქალაქ კიევში.
ამასთან, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად ცხელი წერტილების სრულყოფილი დთვალიერება ვერ ხერხდება.