ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით კავკასიის საკითხებში ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე ეხმიანება.
„შეგახსენებთ, რომ ბიბილოვი და მისი წინამორბედები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ანექსია ძალიან ახლოსაა. გასაგებია, რომ ამჯერად, შეიძლება სხვაგვარად იყოს, რეგიონში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, მაგრამ მე ამას წინასწარ გადაწყვეტილად არ ჩავთვლიდი“, - აცხადებს ჩეჩირე.
ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.