საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამომრჩევლებს მათე ფუტკარაძისათვის მხარის დაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოში, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.
"მინდა მივმართო მე-4 ოლქის, გონიო, კვარიათის, ადლია, აეროპორტის, ანგისის, კახაბერის და აღმაშენებლის დასახლების მაცხოვრებლებსა და ამომრჩევლებს - მხარი დაუჭირეთ მათე ფუტკარაძეს ბათუმის მე-4 ოლქში, არ გაყიდოთ თქვენი ხმები!
ამ არჩევნებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. საქართველოში, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ და მეც ძალიან ვისურვებდით, ეს პროცესი დაიწყოს ჩემთვის ძალიან საყვარელი თემიდან. მანდ ძალიან ბევრს ვიცნობ, ბევრ ოჯახში ვარ ნამყოფი და ვიცი, რა კარგი ხალხი ხართ, თქვენი იმედი მაქვს", წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმის მე-4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართები 2 აპრილს გაიმართება.
2022 წლის 2 აპრილს რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს აირჩევენ, ბათუმში კი - საკრებულოს მაჟორიტარს.
შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.