ხვალ, 25 ნოემბერს, "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებიც შეუერთდებიან.
"ზუსტად იქ დავდგებით, სადაც ხალხს ვჭირდებით", - განაცხადეს გაჩეჩილაძეებმა ფილარმონიაში "ქართული პარტიის" ყრილობის დროს ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საპროტესტო აქცია 15:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება. "სახალხო კრებასთან" ერთად, აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ.