"ქართული პარტია", ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კუდ-სა და სოდ-ს გააუქმებს.
აღნიშნული პარტიის სამ მთავარ პრიორიტეტს შორის ერთ-ერთია, რომელიც საზოგადოებას დღეს გამართულ ყრილობაზე გოკა გუნცაძემ გააცნო.
"ჩვენ სამუდამოდ შევაჩერებთ ძალადობას. ამისთვის გავაუქმებთ კუდ-სა და სოდ-ს, რითაც შეწყდება ადამიანების დევნა. გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას, რითაც ბოლო მოეღება ბიზნესზე რეკეტს, აღარ მოხდება ადამიანების სატელეფონო საუბრების მოსნენა", - განმარტა გუნცაძემ.
მისი განმარტებით, ძალადობის საბოლოდ აღსაკვეთად, პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სკოლებში მანდატურების გაუქმება და მასწავლებელთათვის პრესტიჟის დაბრუნება.
გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ქართული პარტია" ამ მიმართულებით შექმნის მიუკერძოებელ სასამართლოს და არ დაუშვებს ძალაუფლების მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში მოქცევას.
"ქართული პარტიის" პრიორიტეტულ სამეულში რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და საქართველოში სიღატაკის დაძლევაც შედის.