"საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ბლოკის შეცდომა იქნება", _ აცხადებს რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი.
"ნატოს გაფართოება შესაძლოა პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მივიდეს, ხოლო ალიანსში საქართველოსა და უკრაინის წევრობა ბლოკის შეცდომა იქნება", _ ამბობს კოსაჩოვი.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის ნატოში დაპატიჟება ნატოს შეცდომაა. "ახლა არ არის სამხედრო საფრთხეები, ხოლო ნატოს გაფართოება ამ საფრთხეებს შექმნის", _ განაცხადა კოსაჩოვმა საზღვარგარეთ რუსეთის იმიჯისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე.
კოსაჩოვი აცხადებს, რომ რუსეთი მომავალში ალიანსთან გააგრძელებს იმ საკითხების განხილვას, თუ რის გაკეთებას აპირებს ნატო ახალი ქვეყნების ტერიტორიაზე.