უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში წუხელ ჩამოასვენეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.
ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ.