უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი წყვეტს ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებს. აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"იაპონიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი შეზღუდვების აშკარა არამეგობრული ხასიათიდან გამომდინარე, მიიღება შემდეგი ზომები.
რუსული მხარე ამჟამინდელ პირობებში არ აპირებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას, რადგან შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი ფუნდამენტური დოკუმენტის ხელმოწერა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს და ცდილობს ზიანი მიაყენოს ჩვენი ინტერესებს. ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, "იაპონელები სამხრეთ კურილებზე უვიზოდ გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ".
ამასთან, რუსეთი ტოვებს კურილის კუნძულებზე ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის დამყარების შესახებ დიალოგს.
"ორმხრივი თანამშრომლობისა და იაპონიის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოკიოს, რომელმაც შეგნებულად აირჩია ანტირუსული კურსი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის განვითარების ნაცვლად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვი და ტოკიო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ მათ ამ დრომდე შეთანხებას ვერ მიაღწიეს კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არქიპელაგი საბჭოთა კავშირმა მიითვისა, თუმცა იაპონია დაობს სამხრეთით მებარე პატარა კუნძულებზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.