ლეხ კაჩინსკის ძეგლი უნდა იდგეს თბილისში და არა ბათუმში, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, სწორედ თბილისში ჩაიდინა მან თავისი ჩამოსვლით გმირობა, თბილისში ჩამოსვლით გაწირა მან მოგვიანებით სმოლენსკში თავი.
"ასევე, ღარიბაშვილის მხრიდან კაჩინსკის შექება ცინიზმის მწვერვალი იყო. ვინაიდან, მე მასამართლებენ მათ შორის კაჩინსკის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობისთვის", აცხადებს სააკაშვილი.