„ქართული ოცნება“ არის ქვეყნის მტერი, - ამბობს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, -კახა ოქრიაშვილი.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანა შიშით და ტყუილით იმართება და ხალხი ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მტრის ხელშია!
„ორწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ, დავესწარი არალეგიტიმური პარლამენტის სხდომას, მოვისმინე არალეგიტიმური მთავრობის წევრის, ვახტანგ გომელაურის გამოსვლა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მტერმა ხელში ჩაიგდო საქართველო!
"ქართული ოცნება" არის ქვეყნის მტერი!
როდესაც ქვეყანა შიშით და ტყუილით იმართება და ხალხი ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მტრის ხელშია“, - ამბობს ოქრიაშვილი