რუსეთის მცდელობა, დაამკვიდროს მის მიერ შექმნილი "ახალი რეალობა" ჩავარდა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა საპარლამენტო სესიაზე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ბოლო დღეებში დაფიქსირებული პოზიციების შეფასებისას, აღნიშნა.
"რუსეთის მცდელობა, დაამკვიდროს მის მიერ შექმნილი "ახალი რეალობა" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის შესახებ, ჩავარდა. მსოფლისო 99,9% ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში საქართველოს ოკუპაციას არავინ არ შეეგუება და სანამ რუსეთის ჯარები საქართველოდან არ გავა, კრემლსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის სრულფასოვანი ურთიერთობა არ იქნება.
"რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებასთან ნორმალური ურთიერთობა სჭირდება, რადგან მისი უძლეველობა მითია. ამიტომ, მათ ვალდებულებები უნდა შეარსულონ, რაც საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება", - დასძინა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ.