რადგან ეს შენობა არის კრემლი, გამოსავალი ჩემი აზრით არის, რომ უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც მას წარმოადგენენ, მათ შორის, უნდა გამოვიდნენ ისინი, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ – თქვა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე.
„ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, არა პოლიტიკოსები, მე სირზე მკიდია ყველა თანამდებობა. თქვენ, აქტივისტები, თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში, ეს შენობა არის თქვენი და ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოს დღეს, რომ მორჩება გამოსვლები, ამ შენობის გარშემო არის ბევრი პოლიციელი, არ დაიშალოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ჩემი თხოვნა იქნება, მიდით და ამათთან დაიწყეთ ლაპარაკი, ან პოლიციელებს აუხსენით სად დგანან და რას იცავენ, ვის იცავენ და რა დგას საწორზე”, - თქვა ჯაფარიძემ.
თბილისში. პარლამენტის შენობასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები - რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. შეკრებილებს პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ. ისინი ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ და უკრაინასთან დაკავშირებით ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ.